"პრაიდის" გამართვა არის წმინდა წყლის პროვოკაცია – მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

     "ლგბტ-პრაიდის" გამართვის წინააღმდეგია საზოგადოების 97 პროცენტი! მომხრეა 3 პროცენტი! - ეს გვიჩვენა სატელევიზიო გამოკითხვამ იმ გადაცემის მსვლელობისას, რომელშიც თვალსაჩინო ლიბერალებიც მონაწილეობდნენ.

     ამ ვითარებაში "პრაიდის" გამართვა არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ხელისუფლებამ საზოგადოების ეს განწყობა თვალებზე უნდა ააფაროს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია-ფონდებს!

     საქართველოს ხალხს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს არ სურთ ლგბტ-პრაიდის გამართვა, ეს მოძალადე უმცირესობა კი დაჟინებით და გამომწვევად ითხოვს საკუთარი იდენტობის პროპაგანდა-დემონსტრირებას!

     ეს აღარ არის გამოხატვის უფლებით სარგებლობა, ეს არის საზოგადოების გამოწვევა, აბსოლუტური უმრავლესობის აზრის იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა!

     წარმოიდგინეთ, 1991 წლის რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი 98 პროცენტისთვის ვინმეს რომ ეთქვა, დანარჩენი 2 პროცენტის აზრი უნდა გაითვალისწინოთ და საბჭოთა იმპერიაში უნდა დარჩეთო!

     ვერ წარმოიდგინეთ?! რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია!

     მაგრამ ახლა რომ დაჟინებთ მოგვიწოდებს ზოგიერთი ელჩი და არასამთავრობო ორგანიზაცია "პრაიდის" ჩატარების მომხრე 3 პროცენტის აზრის გათვალისწინებას, ეს რას მივაწეროთ?!

    ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სახელმწიფო გვაქვს თუ არა?!

     თუ სატელევიზიო ინტერაქტივები (მათ შორის, "ობიექტივის") არ კმარა, ჩავატაროთ პლებისციტი და გამოჩნდება, რას ფიქრობს ხალხი!
პარლამენტმა კანონმდებლობაში სწორედ ამ ხალხის განწყობა უნდა ასახოს. სხვანაირად ყველა კანონი მკვდრადშობილი იქნება ანდა საზოგადოებაში დაძაბულობის პროვოცირებას გამოიწვევს!

     უკვე ვხედავთ, რა ნაყოფი გამოიღო 2015 წელს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ. მიუხედავად საზოგადოების მაშინდელი მოწოდებებისა, ხელისუფლებამ ყურად არ იღო ხალხის ხმა, არადა მას, უპირველესად, სწორედ საზოგადოების უმრავლესობის აზრის გათვალისწინება მართებს!

     საქართველოს მოსახლეობის აზრის იგნორირება ძალიან სახიფათოა! მათ შორის, ამ ლგბტ-აქტივისტებისთვისაც, რადგან საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების პროვოცირებას სიკეთე არავისთვის მოუტანია!

     ამიტომ, უპირველესად ხელისუფლებას მოეთხოვება პრინციპულობის გამოჩენა, - არა სავარძლების შესანარჩუნებლად, არამედ... ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно