შსს-მ შეძლო და აგვაცილა უმძიმესი სცენარი და გამოცდილება - პრემიერი


     ,,მინისტრს ისევე როგორც შს სამინისტროს ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა" - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალა. ორივეჯერ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი პარლამენტზე მიეტანა, ორივე შემთხვევა უმძიმესი შედეგებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის, ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს, ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეს, კონკრეტულად კი შსს, ეს იყო მათი მოვალეობა რომ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი.
 
    ჩვენ და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს ისევე როგორც შს სამინისტროს ჩემგან, ისევე, როგორც საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა," - აღნიშნა პრემიერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно