,,ცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის"- დონალდ ტრამპი


     აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ვაშინგტონში მასშტაბური აღლუმი გაიმართა, რის შემდეგაც ლინკოლნის მემორიალის წინ, საგანგებოდ მოწყობილი სცენიდან მოქალაქეებს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა.

     „ჩვენი ერი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე"- აღნიშნა პრეზიდენტმა და ამერიკული სამხედრო ძალის უპირატესობაზე ისაუბრა.

     მისი განცხადებით, ცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. სწორედ ამის გამო, ტრამპის თქმით, ბოლო 65 წლის განმავლობაში ვერც ერთმა საჰაერო ძალებმა ვერ შეძლო მოეკლა ერთი ამერიკელი სამხედროც კი.

    „ამერიკულმა სულისკვეთებამ, რომელმაც შთააგონა ჩვენი დამფუძნებლები ისტორიის განმავლობაში, გვაძლიერებდა. დღემდე ეს სულისკვეთება თითოეული ამერიკელი პატრიოტის ვენებში მიედინება. ეს არის სულისკვეთება მამაცი და დაუმორჩილებელი, სრულყოფილი და თავგადასავლების მოყვარული, გამბედავი და თავდაჯერებული, ერთგული და მოსიყვარულე, რომელმაც ეს ქვეყანა მსოფლიო ისტორიაში გამორჩეულ ერად აქცია და ჩვენი ერი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე”,- განაცხადა ტრამპმა.

    სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის თავზე ექვსმა ავიაგამანადგურებელმა გადაიფრინა.

    დამოუკიდებლობის დღესასწაული ტრადიციულად კონცერტით გაგრძელდა, რომელიც წელს სოულის დედოფლის, არეტა ფრანკლინის ხსოვნას მიეძღვნა.

    დღის ბოლოს კი მასშტაბური ფოიერვერკის შოუ გაიმართა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv