,,ნებისმიერი მსხვერპლი და დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ, უპირველესად შსს პასუხისმგებლობაა"– ვასაძე


     ლევან ვასაძე ხვალ 10:00 საათზე ვერის ბაღში თანამოაზრეებს შეკრებისკენ მოუწოდებს, რათა წესრიგი დაამყარონ და „თბილისი პრაიდის" დაგეგმილი ღირსების მარში არ გაიმართოს.   
 
    ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. 
 
     ,,დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები.
 
 
     ვასაძის თქმით, ნებისმიერ დაძაბულობაზე, რაც შეიძლება მოხდეს ხვალ, პასუხისმგებლობა შსს–ს ეკისრება.

     მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები სხვენში გვიდევს. რადგანაც შსს-მ გამოაცხადა, რომ ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარებულიყო, ვისაუბრეთ ამის შესახებ, ჩვენ ვთქვით, რომ მამაკაცები იქ მივალთ შიშველი ხელებით. ღმერთმა ნუ ქნას და შსს თუ გადაწყვეტს, დაგვჩაგროს და დაიცვას ეს უბედურება, მაშინ ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცით, იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები, ჩვენ, ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო რადგან არ აკავებს ორგანიზატორებს, ე.ი. უნდა, რომ პრაიდი ჩატარდეს. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი და დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ, იქნება პირველ რიგში, მათი პასუხისმგებლობა", – განაცხადა ლევან ვასაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно