ავამოქმედებთ სრულ პოტენციალს, ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების კონტექსტში - ტუსკი


     ,,ავამოქმედებთ სრულ პოტენციალს ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების კონტექსტში"– ამის შესახებ დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
     ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.
 
     „ჩვენი შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, თუ როგორ განვავითაროთ, ისედაც უკვე მყარი ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ავამოქმედებთ სრულ პოტენციალს ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების კონტექსტში. ჩვენ ვიზრუნებთ – სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განათლების, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის და ა.შ. მიმართულებით. ქართველებს შეუძლიათ, ევროპაში ვიზის გარეშე იმგზავრონ, რაც რა საკვირველია, გაცილებით უფრო მეტად დააკავშირებს ევროქვეყნების მოსახლეობასა და საქართველოს, კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს ერთმანეთს და უფრო მეტს გავაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა წინ აღვუდგეთ მიმდინარე წინააღმდეგობებს", – განაცხადა ტუსკმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно