,,თვალს ვადევნებთ "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს"– ზოდელავა


     შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასულია ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე. ასე აფასებს ოპოზიცია ოპოზიციური ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებას. მათი თქმით, ხელისუფლება შეთითხნილი ბრალდებებით ცდილობს საკუთარი დანაშაულის ოპოზიციისთვის გადაბრალებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მათი მმართველობა, მალე დასრულდება.

     ƒ„ყველა ის მოქმედება, რომელსაც ახლა მთავრობა ახორციელებს და მათ შორის პროკურატურა, მათშორის შსს, ყველაფერი ეს ცალცალკე და ერთად არებული მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამი, ბოლო ეტაპი. და აი ამ მონაკვეთში ხდება ხოლმე შეცდომის დაშვება. მთელი ეს პარადოქსალური მოვლენების კასკადი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველანი თვალს ვადევნებთ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს,"-განაცხადა ენმ-ს წევრმა მურთაზ ზოდელავამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/138877