,,სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა"– ბახტაძე


    სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილის დედაენა სკოლებში დაბრუნდება – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში გააკეთა.  
 
     ,,სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო რომ ჩვენ დაგვებრუნებინა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი დედაენის წიგნს მიიღებს უფასოდ. და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი თაობების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობას და როგორც გვიყვარს ჩვენ,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно