ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების სანაცვლოდ, ირანი აშშ-სგან 50 მილიარდ დოლარს ითხოვს


     ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების სანაცვლოდ, ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან 50 მილიარდ დოლარს ითხოვს.

    ირანის გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის საბჭოს მდივნის, მოხსენ რეზაის განცხადებით, ვაშინგტონმა თეირანს აღნიშნული თანხა სანქციებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების სახით უნდა გადაუხადოს.

    ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ბირთვული შეთანხმების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი პირობა ასევე არის ხელშეკრულებაში აშშ-ის დაბრუნება. მოხსენ რეზაიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ 2020 წელს დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არ აირჩევენ, ამ შემთხვევაშიც კი გაურკვეველია, მოისურვებს თუ არა ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას.

    ვაშინგტონს და თეირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2018 წლის 8 მაისს დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ირანს სანქციები დაუწესა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv