ვაშენებთ საერთაშორისო მხარდაჭერას ისე, რომ ეს არ იყოს "გაპრავებული" ვინმეს მიერ- ცქიტიშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე სახელწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. აღსანიშნავია, რომ სხდომა მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

     აცოცში გამყოფი ხაზის მშენებლობის პროცესის განახლების გარდა, მინისტრი, აპირებს რომ სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და "ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ" მიმდინარეობის შესახებ ისაუბროს.

    ორ ნაწილად ვყოფ იმ საუბარს, რომელიც დღეს შედგება, პირველი - მიმდინარე მოვლენები, საოკუპაციო პროცესი და მეორე - კონკრეტულად ადამიანებთან ხიდების გაბმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებსა და ოსების მიმართ. ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, ჩამოყალიბებული და გვინდა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა. გვესმის, რომ სწრაფი რეაგირება ამას ვერ მოჰყვება, ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ საერთაშორისო მხარდაჭერას ისე, რომ ეს არ იყოს "გაპრავებული" ვინმეს მიერ," - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

     ჩვენი ქვეყანა არ არის სტანდარტულ ვითარებაში. ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, მუდმივი პროვოკაციის ფონზე, რომელიც ბოლო ეპიზოდი იყო ატოცში. ამიტომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, დიდი გონიერება გვმართებს. უნდა გავძლიერდეთ და განსაკუთრებით გავაძლიეროთ ის მოსახლეობა ამით ზარალდება. სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, როგორც ატოცს, ისე ნებისმიერ სოფელს, რომელიც არის მავთულხლართებით დაჩეხილი და დასერილი," - აღნიშნა ციხელაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно