ხელისუფლება გადაიხდის პოლტიკურ ფასს - დიმიტრი ლორთქიფანიძე


     ,,ხელისუფლება გადაიხდის პოლტიკურ ფასს იმ შემთხვევაში, თუ სამართლებირვ შეფასებას არ მისცემს აბსოლუტურად ლეგიტიმურად დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რომლითაც ჩვენ მათ განცხადების დონეზე მივმართეთ"– ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. 

    ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სამოქმედო გეგმაზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მათ მიერ შეტანილ ოფიციალურ განცხადებაზე პასუხს მიიღებენ.
 
    „ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს. არსებობს ოფიციალური გაცხადება, არსებობს მტკიცებულებeბის წარდგენის დაცული პროცესი, რომლის თანახმადაც, ჩვენ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრნდობით მივუთითეთ იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც არის ამ ფილმის ჩვენების გამომრიცხავი გარემოებები, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია გარდა იმისა, რომ რამოდენიმე საათის წინ შსს-ს ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენს მიერ განცხადებაში დაფიქსიერებული ყველა გარემოება დეტალურად იქნება შესწავლილი და ისინი მიიღებენ კანონქვემდებარე გადაწყვეტილებას. რამდენ ხანში მიიღებენ, არ ვიცი. ხელისუფლება გადაიხდის პოლტიკურ ფასს იმ შემთხვევაში, თუ სამართლებირვ შეფასებას არ მისცემს აბსოლუტურად ლეგიტიმურად დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რომლითაც ჩვენ მათ განცხადების დონეზე მივმართეთ. პასუხისმგებლობას ვიღებდი, ვიღებ და ავიღებ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩემს მიერ სამართალდაღვევის ფაქტებზე დაყრდნობით მოთხოვნას, რომ შეწყდეს ფილმის ჩვენება",- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

     ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ.


     კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно