ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს – ბიბილოვი ვაჟა გადრინდაშვილზე


      ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან ექიმისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის მისჯა ადეკვატურ განაჩენად შეაფასა. 

     „ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხისტი ან სასტიკია. სულაც არა. ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს. თანაც, თუ ადამიანი ამას განზრახ აკეთებ, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სინანულს იწვევს ის არის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება", - განაცხადა ბიბილოვმა. 

     მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და სახელმწიფო ამ ფაქტთან დაკავშირებით მრისხანე განცხადებებს აკეთებენ, თუმცა საქართველოს მხრიდან დარღვევებზე არ რეაგირებენ. 

    „სრულიად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების შელახვით, ქართულმა მხარეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოსტი დადგა. სამწუხაროდ ამას არავინ აქცევს ყურადღება, იმ ადამიანის საქციელიდან კი, რომელმაც გააზრებულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას აკეთებენ", - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა. 

     ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მომხდარს გამოეხმაურნენ ევროკავშირი, ამერიკის საელჩო, სადამკვირვებლო მისია, გერმანიის ელჩი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

     20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის ძალისხმევას გაზრდის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/124384/anatoli-bibilovi-vaja-gaprindashvilze-adamianma-romelits-kanons-argvevs-pasukhi-unda-agos