ვლადიმერ პუტინი ყირიმთან ახლოს შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს დაესწრო


     ვლადიმერ პუტინი ყირიმთან ახლოს შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს დაესწრო. კრემლის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზებგერითი რაკეტა წარმატებით გამოსცადეს. წვრთნაში 30-ზე მეტი გემი, 40 საჰაერო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი მონაწილეობდა.

     პუტინის ვიზიტს ყირიმის სანაპიროსთან უკრაინის საგარეო უწყების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კიევმა რუსული მხარე უკრაინის სუვერენიტეტის უხეშად დარღვევაში, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/152255