ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში - დავით ბაქრაძე


     უარი დიალოგზე და საპროტესტო აქციები - გიგი უგულავას დაკავებამ ოპოზიციის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. 

     ოპოზიციის ლიდერების თქმით, ხელისუფლება ოპონენტების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა და მასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას - პოლიტიკოსები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან.

     ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში მთავარ ამოცანად დაწყებული პროცესების ბოლომდე მიყვანა და მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ჩამოშორება რჩება.

     "დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც "ქართული ოცნება" საქართველოს შიგნით არის მთლიანად იზოლირებული და არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლებას.

     ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი, დავრჩეთ ბოლომდე კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და შეთანხმებული მოქმედებებით, მათ შორის შეთანხმებული მაჟორიტარული კანდიდატებით, უზრუნველვყოთ საარჩევნო და მშვიდობიანი გზით ამ ხელისუფლების უსწრაფესი ჩამოშორება.

     ნებისმიერი საარჩევნო სისტემით და ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/155018