ევროპარლამენტარები მიხვდებიან, რომ უგულავას საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს - სოფო კილაძე


     ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, უგულავას საქმეში პოლიტიკური დევნა არ იკვეთება და ევროპელი პოლიტიკოსების ჩამოსვლა მმართველი გუნდის სურვილია.

     "ჩვენ ნამდვილად დასამალი არაფერი არ გვაქვს. დარწმუნებული ვართ, ევროპარლამენტარები როცა გაეცნობიან ამ საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს.

    ჩემთვის სიმართლე გითხრათ, არ იყო გასაკვირი ქალბატონი სალომე სამადაშვილის კომენტარი, რომ მას არ უნდა ფაქტების დამდგენი კომისია ჩამოვიდეს საქართველში, რადგან მათი სურვილია, გიგი უგულავა მონათლონ, როგორც პოლიტიკურად დევნილი,"- აცხადებს სოფიო კილაძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно