თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ოპოზიციაში თითქმის დასრულებულია - ვაშაძე


      „ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ოპოზიციაში თითქმის დასრულებულია და მათი ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი.

     „ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ჩვენ უკვე პერსონებს დავასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატობისა, ვთანხმდებით არა კვოტებზე, არამედ სახელებსა და გვარებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესი მიდის წინ. ხვალ ეს ყველაფერი გახდება ნათელი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივდივართ ოპოზიციის შეთანხმების, გაერთიანების გზით, რადგან ეს არის ხალხის მოთხოვნა. მთავრი ის კი არ არის რა მინდა მე, ან სხვა რომელიმე პარტიას, მთავრი ის არის, რა უნდა ხალხს", – განცხადა პირველ არხთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ.

     როგორც „ახალი საქართველოს" ლიდერი განმარტავს, დასახელებულ კანდიდატთა შორის დიდი ალბათობით ის თავადაც იქნება.

     „დიდი ალბათობით ჩემი კანდიდატურაც იქნება. ეს სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებაც იყო და ამაზე ვისაუბრებთ", – აღნიშნა ვაშაძემ.



скачать dle 11.0фильмы бесплатно