"ქართული ოცნების" მაჟორიტარების სია ცნობილია


     ცნობილია იმ მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინა. 

კანდიდატები ასე გადანაწილდა:

დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი;

ნაძალადევი -  მიხეილ ყაველაშვილი;

სამგორი - სოზარ სუბარი;

გლდანი -  ლევან კობიაშვილი ;

საბურთალო - დავით სერგეენკო,

ვაკე - ნოდარ ტურძელაძე;

მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია;

ისანი - კახი კახიშვილი;
 
     რაც შეეხება რეგიონებს, მმართველი გუნდის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

     ქუთაისში მმართველ გუნდს ზაზა ლომინაძე წარმოადგენს, ხოლო საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პაატა კვიჟინაძე იბრძოლებს, იგი საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.

     ზუგდიდში მმართველი გუნდის სახელით კენჭს ირაკლი ჩიქოვანი იყრის, ხოლო ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მაჟორიტარობისთვის - ირაკლი ხახუბია იბრძოლებს. 

     ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველ პარტიას ბეჟან წაქაძე წარმოადგენს, სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარობისთვის გივი ჭიჭინაძე, ხონისა და ვანის მოქმედი მაჟორიტარი იბრძოლებს.

     რუსთავის მუნიციპალიტეტში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში კი ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებს.

     რაც შეეხება სხვა რეგიონებს, კასნდიდატები ასე გადანაწილდა:

     ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია, ლენტეხი გოჩა ენუქიძე;

     გურჯაანი, საგარეჯო და დედოფლისწყარო - დათო სონღულაშვილი; 

     მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, მთიანეთი- შალვა კერესელიძე;

     მარნეული, გარდაბანი - ზაურ დარგალი;

    ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო - გოგი მეშველიანი;

    გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი;

    ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე;

    ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი;

    ახალქალაქი, ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი;

    ბათუმი - რესან კონცელიძე;

    ქობულეთი - ზაალ მიქალაძე;

    ხულო-შუახევი, ქედა - ანზორ ბოლქვაძე;

    თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი;

    გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო - დავით სონღულაშვილი.

    რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას, მოქმედი გუბერნატორი კენჭს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში იყრის.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно