,,მოსახლეობას ეს უქმნის დამატებით სერიოზულ პრობლემას"– მარიონეტული რეჟიმის ქმედებას მინისტრი გამოეხმაურა


     სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მარიონეტული რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

     „ეს არის, დაახლოებით, ხოლმე დროებითი ზომა, რომელიც გაგრძელდება ამჯერადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსახლეობას ეს უქმნის დამატებით სერიოზულ პრობლემას და ეს ცხადია, ასევე, იქნება მალე დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის თემა," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

     შეგახსენებთ, რომ მარიონეტული რეჟიმი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს დაკეტავს.ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური აღნიშნულის მიზეზად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ასახელებს.  ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღეს საღამოს 20:00 საათიდან შეუძლებელი იქნება. მოძრაობის აღდგენა 10 მაისიდან იგეგმება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно