,,იმედი მაქვს ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და თანადგომით მოგვარდება"– ირაკლი კობახიძე


      ,,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს"– ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

      კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და თანადგომით მოგვარდება.

 „ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. რა თქმა უნდა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს. ამაში გადამწყვეტია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ძალისხმევა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დარწმუნებულ ვარ, რომ საბოლოოდ, მათი მხარდაჭერით და თანადგომით ეს პრობლემა მოგვარდება",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно