საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. 

     გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ახდენდნენ ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას.

     საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება. 

     გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
скачать dle 11.0фильмы бесплатно