მერაბ მორჩაძის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს


     მერაბ მორჩაძის საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს:
 
    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით, ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით მოწმის მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულ მ.მ.-ს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ  მ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

     გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს  გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას შეცვლიდა და გ.ჯ.-ს დანაშაულში არ ამხელდა, მატერიალურად დაეხმარებოდა მას და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში  მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

     ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. 

     მ.მ. 2018 წლის 8 ივნისს, ხოლო მ.ს. 2018 წლის 9 ივნისს იქნა დაკავებული. მ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა  ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), მ.ს.-ს კი 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. 

     სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს,"– ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно