„რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი"–შსს


      რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაკავებაზე პირველი კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

      მამუკა ჭელიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. 
 
    „რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრერბი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდემცველებს.

    სამართალმდაცველებმა დააკავეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა წესრიგს. სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნიკანორ მელიას ქმედება, ნიკანორ მელია თავისუფალია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно