ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს


     მკვლელობა ქობულეთში - მოკლულია სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ბუტა ანთაძე. 

     პოლიციის უფროსი ერთმა პირმა მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელი ცეცხლაურის გავლით ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. 

     მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველი გამთენიისას გარდაიცვალა. 

     ადგილობრივი მცხოვრებელები მკვლელობის შესაძლო მოტივზე ვერ საუბრობენ.

     ,,ახალგაზრდები არიან და შეიძლება ერთმანეთთან რაიმე კონფლიქტი ჰქონდათ.  არავითარი ხმაური არ გაგვიგია"-ამბობს მეზობელი.

     27 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში პოლიციის უფროს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დაკავებულია. ის წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.

     მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/106745