საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.

     გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში 4 600 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ.

     საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება. 

     გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно