შსს–მ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობის ბრალდებით სიერა-ლეონეს მოქალაქეები დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

     დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

     გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно