ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს


      საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ი.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (Lyrica - 56 აბი) გამოავლინეს. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 261-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно