პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო


     შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს.

     დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" ამოიღეს.

     გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно