ბათუმის ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დააკავეს


     სამართალდამცველებმა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტიძე და აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე დააკავეს. 

     "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება მერიის ფინანსების განკარგვას. 

     განცხადება აჭარის მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთში, საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდება. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/134761