ბრაკონიერობის პრობლემის მოგვარების მიზნით კოლხეთის ეროვნულ პარკში შეხვედრა გაიმართა


     ბრაკონიერობის პრობლემის მოგვარების მიზნით შეხვედრა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

     შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბრაკონიერობის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების გამკაცრებაზე, ამავდროულად, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის პოპულარიზაციაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

     პროცესში ჩართული იყვნენ როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მეთევზეთა ფედერაცია და ადგილობრივ მეთევზეთა კლუბი „ფაზისი".

     დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული ტერიტორიების თანამშრომლები აქტიურად არიან უკანონო თევზჭერის ფაქტების აღმოფხვრის პროცესში, 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე გამოვლინდა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно