მოწევის აკრძალვის შემდეგ შემოწმებული ოქბიექტების 8 %-ში დარღვევები გამოვლინდა


     სხვადასხვა ტიპის ობიექტების შემოწმებისას, ერთი თვის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, დარღვევები 8% -ში გამოვლინდა, ობიექტების 92% კი კანონის მოთხოვნებს იცავს. ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე” განაცხადა.

     გიორგი ბახტურიძის თქმით, დარღვევები არა მხოლოდ სამასპინძლო ბიზნესზე, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ თეატრებზეც მოდის.

     ​​ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დიდ სავაჭრო ობიექტებში კანონის დარღვევის ფაქტებსა და თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან რეკლამის განთავსებაზე.

     ღონისძიებას „მსოფლიო თამბაქოს გარეშე” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს და ორგანიზებას უწევს აღმასრულებელი სტრუქტურებისა და თამბაქოს კონტროლის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/63976/motsevis-akrdzalvis-shemdeg-shemotsmebuli-oqbieqtebis-8-shi-dargvevebi-gamovlinda