მეტროპოლიტენის მუშაობის განახლების დრო ცნობილია


    სამდღიანი გაფიცვა დასრულდა. 14:00 საათზე მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებს. გადაწყვეტილება მეტროს მემანქანეებმა გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

    მემანქანეებს თბილისის მერი გვიან ღამით შეხვდა და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მეტროს თანამშრომლებმა, სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

    მემანქანეების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობა პირადად კახი კალაძემ აიღო.
скачать dle 11.0фильмы бесплатно