აშშ-ს ქალაქ პორტლენდში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა


     აშშ-ს ქალაქ პორტლენდში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი. ღონისძიებას 40 ღვინის პროფესიონალი - იმპორტიორი, დისტრიბუტორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. 

     ივნისში აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის ორგანიზებით დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში. 
 
     ,,Marq Energie Consulting’’-ის ორგანიზებით, დღეს კიდევ ერთი დეგუსტაცია ჰიუსტენში გაიმართება. 

     დეგუსტაციების პარალელურად იმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

     აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი. გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно