აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 25 წელი გავიდა


     აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 25 წელი გავიდა. დღეს, ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი მებრძოლების გმირობის ისტორია გაიხსენა.

     ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანებიც მივიდნენ.

     1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის", „შავნაბადასა" და „ავაზას" ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно