,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს"–კალაძე


      კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ცვლილებები განხორციელდეს.

      ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
      
      მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ავტოპარკი განახლდეს.
 
   "მინდა გამოვეხმაურო პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მოხდეს საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, ანუ ხარისხი იქნას ამაღლებული. რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მგონია, რომ რაც შეიძლება მალე არის გასაკეთებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი, განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, „რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

     პირიქით, მგონია, უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. იცით, რომ ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომელიც მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის.

     ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და მოხდეს პარკის განახლება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კახა კალაძემ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно