ბერლინში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს


     ბერლინში, ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე მაგომედ-ალი ს. დააკავეს.

     ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

     „2018 წლის 9 აგვისტოს გაცემული ორდერის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის 31 წლის მოქალაქის დაკავების განკარგულება გასცა. დაკავება ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციისა და ბერლინის სისხლის სამართლის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფმა განახორციელეს. ეჭვმიტანილის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. მას ბრალად სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის და ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით დანაშაულის მომზადება ედება," - ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/111824