სოფელი სვენეთში მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ტყეზეც გავრცელდა


     გორში - სოფელი სვენეთში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა.

     ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება.

     ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно