,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი, ეს არის რუსული პროპაგანდა"– ბახტაძე


    საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018" დისკუსიისას განაცხადა.

     პრემიერ-მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჰუმანიტარული კატასტროფაა.

     „ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს ჩვენ საქართველოში, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა ოკუპირებული არის რუსეთის მიერ და, რასაც ვხედავთ ამ ტერიტორიებზე არის ძალიან დიდი ტკივილი, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა რაც იქ ხდება. მინდა შეგახსენოთ, რომ მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000 ადამიანი, ახლა კი, არის 20 000 და აქედან 7 000 არის რუსეთის ჯარები. აფხაზეთში კი, ომამდე მოსახლეობა იყო 550 000 და ახლა 120 000-ს არ აღემატება", – განაცხადა პრემიერმა. ვცდილობთ, გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ამ ინიციატივის იდეა არის ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მივცეთ მათ შანსი, კომერციული საქმიანობა აწარმოონ, რათა შემოსავალი შეიტანონ ოჯახებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგია", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ ყველაფრისა, იქნება ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში და ჩვენ   ძალიან წარმატებულები ვართ ამ გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ილუზიები არ გაქვს, ეს გზა ნამდვილად არის გამოწვევებით სავსე  და იქნება კიდეც გამოწვევებით სავსე, თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე და აბსოლუტურად დარწმუნებული, ვარ რომ ეს არის ერთადერთი წინაპირობა ჩვენთვის, რომ მოხდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა,  გადაწყვეტა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საქართველოში ძლიერი დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური გარემო, სადაც ყველას ექნება შანსი, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. ეს არის ორი ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ  ჩვენ წარმატებულად გავიაროთ ამ გზაზე და მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, გადაჭრას", – აღნიშნა დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრმა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно