აჭარაში სტომატოლოგიური კლინიკები და სალონები დააჯარიმეს


     ზედამხედველობის სამახურმა ქობულეთში 5 სტომატოლოგიური კლინიკა დააჯარიმა. დაჯარიმებულია სილამაზის სალონებიც. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

     სალონებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული. დარღვევები აღმოაჩინეს ბათუმშიც, ბათუმში სალონებში დაფიქსირდა ნაწლავური ჩხირი.

     შემთხვევები დაფიქსირდა მაღალმთიან აჭარაშიც, აქ მერიის შესაბამისი სამსახური მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

     ცნობისთვის აჭარაში ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა სტომატოლოგიური კლინიკის, ან სილამაზის სალონის დახურვის ფაქტი - ამბობენ რომ ასეთი კრიტიკული შეუსაბამობები ჯერ არ აღმოუჩენიათ, თუმცა არის ერთი და იმავე ობიექტის რამდენიმეჯერ დაჯარიმების ფაქტი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/78317/acharashi-stomatologiuri-klinikebi-da-salonebi-daajarimes