კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე "თბილისი მოლში" აღინიშნება


     კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე "თბილისი მოლში" აღინიშნება.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 12 ოქტომბერს კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს 10 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნავს.

     ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

     „თბილისი მოლში" საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მოაწყობენ იმიტირებულ სამაშველო ოპერაციას, დაგეგმილია ფოტოგამოფენა, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მეხანძრე-მაშველების ტექნიკა და სრული აღჭურვილობა.

     ბავშვებისთვის სპეციალურად დამონტაჟდება სამთო კედელი. ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და GIF-ები.
დაგეგმილია შემეცნებითი ვიქტორინები და ფსიქო-სოციალური თამაშები.

     ღონისძიებაში მონაწილე 10 საერთშორისო ორგანიზაციას (Save the children, ASB, Bridge Innovation and Development, CENN, Georgian Red Cross, Society, IOM, Blue Shield, RDFG, Civitas Georgia, 100 Resilience Cities) წარმოდგენილი ექნებათ საგანგებოდ მოწყობილი კუთხეები, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно