საქართველოსა და მალტის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა


      საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

      ორმხრივ შეთანხმებას ხელი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა და მალტის სუვერენული ორდენის ელჩმა საქართველოში მარჩელო ჩელესტინიმ მოაწერეს.

     მემორანდუმი მხარეებს შორის ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენასა და საგანგებო სიტუაციის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

     გარდა ამისა, გათვალისწინებულია მაშველთა ჯგუფების აღჭურვილობით მომარაგება, ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზება და წვრთნების ერთობლივი ჩატარება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно