სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმისა და კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა


     საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმისა და კარის ეკლესიის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

     ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საარქივო მასალისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუზველზე, ავთენტური იერსახით აღდგა პოეტის საგვარეულო სასახლე.

     „შეიცვალა შენობის აივანი მისი მოაჯირებითა და რიკულებით. კირის დუღაბზე გადაეწყო საძირკვლის მორყეული საპირე ქვები. სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე ქვიშა-ხრეშის ფენილზე დაეგო მშრალი წყობის გრანიტის ფილის იატაკი. სასახლის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიშალა რიყის ქვის სარინელი. ეზოს რელიეფის აღდგენის მიზნით, ხელით მოიჭრა მიწაყრილის სქელი შრე. უხეშად დამუშავებული ქვით კირდუღაბზე მოეწყო თარო-კარნიზი. დამზადდა და დამონტაჟდა ახალი ბურულქვეშა ხის კონსტრუქციები, მოეწყო ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ქვის კიბე ორი ბაქნითა და თხუთმეტი ძველი საფეხურით. ჰიდროსაიზოლაციო შრეებით აღიჭურვა გადახურვის კოსტრუქციები. არსებული ქვის ფილებით ეზოში მოეწყო სავალი ბილიკი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, გასული წლის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა", – ნათქვამია ინფორმაციაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно