მოვითხოვთ, სამაუწყებლო ბადეში გადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტების" დაბრუნებას


      საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტები სამაუწყებლო ბადეში გადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტების" დაბრუნებას ითხოვენ, რისთვისაც საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
    
     ,,ულტრაპრესი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
      
      ,,ჩვენო თანამემამულეებო, მოგმართავთ თქვენი ჩართულობის იმედით, (ეს ჩვენი ყველას მისიაა), რათა საზოგადოებრივმა რადიომ დააბრუნოს, სამაუწყებლო ბადეში სპეციალური გადაცემა ემიგრანტებზე „მიგრაციის მარშრუტები." გვაქვს განახლებული ვერსიის ფორმატით „ემიგრაციის ხმა."  ამ გადაცემას თავისი ისტორია აქვს ქვეყნისა და ემიგრანტების ინტერესების გათვალისწინების კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის და ერთი გადაცემის ბედი (ჩვენ სიმართლეს სამართლებრივი კუთხით თუ ჩვენი პირადი უფლებების დაცვის გათვალისწინებით, ადრე თუ გვიან ისედაც ვიპოვით) ამის უკან ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას. საქართველოდან წასული ემიგრანტები, დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების საკითხებში, რაც ასევე დიასპორის თემების განხილვისას, საერთაშორისო კონფერენციებზე ხშირად მომისმენია სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან. -„ერთიანობა არის ის, რაც ჩვენ გვაძლიერებს - აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი გვეხმარება ერთმანეთთან დასაახლოვებელი ხიდის მშენებლობის საქმეში". იმ დროს როცა დიასპორა მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს ქვეყნისთვის ფინანსურად, კულტურის თუ მეცნიერების თვალსაზრისით. 

     საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეები ფულადი გზავნილებით, კრეატიული თუ ფულადი ინვესტიციების ინიციატივებით, ქველმოქმედებითა და მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებით ღირებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიერ 2011 წლიდან „მიგრაციის მარშრუტების" ფორმატში ემიგრანტთა ინტერესების გაშუქება, დიასპორის რესურსის და მისი ეფექტიანად გამოყენება, ხელშეწყობა სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის სასიცოცხლო აუცილებლობის ასპეტის კუთხით განვიხილავდით. ასევე აქტუალური იყო იმ თემების წინ წამოწევა, სადაც ვეძებდით, ვიკვლევდით იმ თვალსაჩინო, წარმატებულ ემიგრანტებს, რომელთაც თავისი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ ადგილსამყოფელი ქვეყნების განვითარებაში, რითაც მნიშვნელოვნად უწყოებენ ხელს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, ეროვნული ხასიათის, ტრადიციებისა და დადებითი იმიჯების წარმოჩენას. ჩვენი დიასპორისა და მიმღები ქვეყნების მოქალაქეებს შორისამგვარი ურთიერთობებით საქართველო ბევრ მეგობარსა და მხარდამჭერს იძენს. ეს თემები ჩვენი გადაცემების ძირითადი ნიშა იყო.

     ჩვენს გადაცემებში სხვადასხვა სფეროს მკვლევრების მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვა უკავშირდება ქართველი ემიგრანტების რაოდენობას უცხოეთის ქვეყნებში. ხშირი ერთი შინაარსის პასუხები აჩვენებდა, რომ ეს პროცესები დღესაც მიმდინარეობს და, შესაძლოა, ამას საშიში ტენდენციებიც მოჰყვეს. მაგალითად, საშიში ტენდენციაა ის, რომ საქართველო იცლება მოსახლეობისგან, გარემიგრაციული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, რაც ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებელი არ იყო. განსაკუთრებული მაღალი ინტერესების იყო ასეთი თემების მიმართ. (ვფიქრობ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა ამ ხასიათის თემები). 

     მეორე საკითხი - ავტორების კვალიფიკაცია ამ თემების გაშუქებისას მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისეთი თემატიკა როგორიც ემიგრაციაა - სენსიტიური და დარგობრივია. გაცნობიერებული მაქვს, როგორც ჟურნალისტს ემიგრანტების უფლებების დარღვევა გაშუქებისას და შესაბამისად ყოველთვის ვცდილობთ შემოქმედებითი ჯგუფი დავიცვათ პროფესიული გაშუქების სტანდარტები. მედიის მიერ მიგრაციული პროცესების არასწორ გაშუქებას, ემიგრანტთა ინტერესების მხოლოდ დადებით კონტექსტში გაშუქებას ან, თუნდაც, უგულებელყოფას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს.

     შემოქმედებითი ჯგუფის გამოცდილება და კვალიფიკაცია ამ საკითხებთან მიმართებაში:
 
     2006 წელს „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" მხარდაჭერით საზოგადოებრივ რადიოში განვახორციელეთ რამდენიმე გადაცემა შრომითი მიგრაციის პრობლემებზე, ასოცირების ხელშეკრულების მზაობის მნიშვნელობაზე. ამავე წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" განვახორციელეთ პროექტი საქართველოს რვა რეგიონულ მედია ორგანიზაციაში „მიგრაციის საკითების გაშუქება მედიაში". 2018 წელს „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" მხარდაჭერით ჩართულნი ვიყავით კამპანიაში „მიგრაციის საკითების ეთიკური გაშუქება მედიაში". 

     საზოგადოებრივ რადიოში მიგრანტების თემა 2011 წლიდან შუქდება სპეციალური თემატური გადაცემით - "მიგრაციის მარშრუტები", რომლის პერიოდულობა - (2-ჯერ კვირაში).

     გთავაზობთ თქვენი მაღალი ინტერესებისა და გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მომზადებული გადაცემების თემების ზოგად ჩამონათვალს, რომელბიც შუქდებოდა 8 წლის მანძილზე:

 ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის;
 საერთაშორისო საემიგრაციო პოლიტიკა და საქართველო; (ინფორმირება მიგრაციის პოლიტიკის განვითარებაში);
 მიგრაცია და თავშესაფრის მაძიებლები;
 შრომითი მიგრაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები;
 უცხოელთა ბინადრობის წესები;
 იმიგრანტების უფლებები საქართველოში;
 დიასპორის ონლაინ სკოლისათვის დისტანციური გაკვეთილები;
 საქართველოს მიგრაციული პოლიტიკა დიასპორებთან ურთიერთობის სტრატეგიაზე; 
 ქართული კულტურის პოპულარიზაცია უცხოეთში;
 სახალხო დიპლომატია; (ახალგაზრდა ელჩების პროეტების გაშუქება)
 საქართველოს უცხოელი მეგობრები; თემა ეხება უცხოელებს რომლებაც ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს გარკვეულ სფეროების განვითარებაში
 ქართველი წარმატებული ემიგრანტები, რომელებმაც დიდი წვლილი შეიტანეს უცხოეთის ქვეყნების განვითარების სფეროებში; (ძველი და ახალი ემიგრაცია)
 
 საქართველოს დიასპორის წარმომადგენლების მიღწევათა საქართველოსა და უცხოეთში. (რუბრიკა - დიასპორული ინვესტიციები)
 
 უცხოეთში მცხოვრები და მოღვაწე ახალგაზრდების ინვესტირება სამშობლოში;
 მიგრაციის საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა დისციპლინების სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებიდან; (მიგრაციის ნარატივზე განვიხილავდით მათ ხედვებს პირდაპირ ეთერში)
 საქართველოში არსებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ მიგრაციის საკითხებზე; (მათი წარდგენა, გაცნობა, დაკავშირება ემიგრაციასთან და შედეგად ბევრი პროექტების ინიცირება და განხორციელება) 
 მიგრაცია და მედია. საქართველოში მომუშავე მედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიგრაციის საკითხებით. (8 რეგიონის მედია ორგანიზაციების ჩართვები გადაცემებში , მიგრაციის თემებზე მომუშავე ჟურნალისტების მონაწილეობა და გამოცდილების გაზიარება) 
 მიგრაციის მეცნიერებით დაინტერესებული მკვლევარები და მათი მონაწილობა გადაცემებში;
 მიგრაცია და განვითარება
 მიგრაცია და ფულადი გადარიცხვები 
 ქართველი მოქალაქეების ინტეგრაცია უცხოეთში;
 ქართველი მოქალაქეების რეინტეგრაცია სამშობლოში;
 უცხოელების ინტეგრაცია საქართველოში;
 უცხოელების თავშესაფრები და ლტოლვილობის სტატუსის მიღების ნორმატივები;
 
 თავშესაფარი, ლტოლვილები და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები
 მიგრაცია და ადამიანის უფლებები
 ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგ)
 ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების
 მოქალაქეობის არმქონე პირები
 თანამედროვე და ისტორიული ემიგრაცია;
 მოსახლეობის დამოკიდებულება მიგრაციის პროცესებზე - ``უცხოეთში მომუშავე და დაბრუნებული ახლობლები``;
 ფულადი გზავნილები;
 ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ -შრომისა და ცხოვრების პირობები -მათი უფლებები თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში;
 ქართველი ახალგაზრდები და მიგრაციის პროცესები;
 არალეგალური მიგრაციის საფრთხეები; 
 საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები;
 ქართული სათვისტომო
 ემიგრანტების ინვესტიციები;
 რისთვის მიდიან საქართველოდან საზღვარგარეთ -ილუზიები და რეალობა;.
 ემიგრანტების მონაწილეობა სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურის პროცესებში;
 უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები;
 ქართული ოჯახები უცხოეთში;
 ქართული კულტურის ძეგლები უცხოეთში;
 მიგრაციის პროცესები მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში _ რუსეთი, სომხეთი, Aაზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა ქვეყნები – მონაწილეობენ ამ ქვეყნების საელჩოთა წარმომადგენლები. ადგილობრივ დიასპორულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები;
 მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა; 
 საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზა-ციები და მიგრაციის საკითხები ამ ორგანიზაციების საქმიანობაში;
 სხვა ერების დიასპორა საქართველოში, მათ შორის შედარებით ახალი – ჩინელები, ინდოელები, სირიელები;
 ადამიანებით ვაჭრობა -ტრეფიკინგი, როგორც გლობალური პრობლემა;
 შრომითი მიგრაცია - სამუშაო საზღვარგარეთ
 ახალგაზრდული სასწავლო და სამუშაო პროგრამები;
 ცოცხალი ისტორიები - ემიგრანტების ჩანაწერები.; 
 რადიოხიდი სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით, Mმაგ. "თბილისი _ ლონდონი”, "თბილისი _ კიევი” და ა. შ.
 გადაცემები _ "ქართულ-ებრაული ურთიერთობები”
 ფერეიდნელი ქართველები
 ჩემი საქართველო აქ არის – ჰერეთში, (საინგილოში) მხოვრები ქართველები
 წერილები მემლექეთში – თურქეთელ ქართველთა ისტორიებ
 "ქართველ ემიგრანტთა შემოქმედება” _რადიომსმენელებისთვის ქართველი ემიგრანტების ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების გაცნობა; (შესაძლოა, რადიოგადაცემა გახდეს ორგანიზატორი მცირე მასშტაბის ლიტერატურული, მუსიკალური კონკურსებისა, რასაც საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს ემიგრანტული პრესა; გამარჯვებულს გამოავლენს რადიომსმენელი).
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно