,,ვერ ეღირსები ამას მოღალატე ნაკაიძევ! ღირსეული შვილები ,,დამსახურებისამებრ", საზღაურს მოგიზღავენ!!!"– ჯუმბერ კირვალიძე


      პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს ქვეყნებს:    
 
      ,,ნამდვილი ქართველი მამულიშვილები, აჭარის საამაყო შვილები: სელიმ ხიმშიაშვილი, მემედ აბაშიძე და სხვები, ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობის გამო, აღმსარებლობით მუსლიმები იყვნენ, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ ოსმალეთის ისლამური იმპერიის (300 წლოვანი თურქული ოკუპაცია) წინააღმდეგ, რომ აჭარა დედასამშობლოში, საქრისტიანო საქართველოში დაებრუნებინათ!

     ბოდიშს ვიხდი მათი უკვდავი სახელების წინაშე, რომ მათ მერე, ვინმე ტარიელ ნაკაიძეს ვახსენებ, რომელსაც ამ დიდი ქართველების, აჭარის სასიქადულო შვილებისგან განსხვავებით და მათი უკვდავი საქმის საწინააღმდეგოდ განზრახული აქვს, რომ აჭარა ქრისტიანულ დედასამშობლოს მოსწყვიტოს! ამიტომ, ოსმალ-თურქ-სელჯუკების დავალებით უნდა, რომ -  მეჩეთებით დაფაროს მთელი ბათუმი და აჭარა!!!

     ვერ ეღირსები ამას, მოღალატე ნაკაიძევ, შენ და შენი მსგავსი მოღალატენი, რადგანაც აჭარაში, მრავლად არიან სელიმ ხიმშიაშვილის და მემედ აბაშიძის ანდერძის ერთგული მიმდევრები, ამ მხარის ღირსეული შვილები, რომლებიც ამის საშუალებას არ მოგცემენ და "დამსახურებისამებრ", საზღაურსაც მოგიზღვავენ!!!"– წერს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно