ავღანეთში 100-ზე მეტი ჯარისკაცის ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ


     ავღანეთის სამხედრო მეთაურები 100-ზე მეტი ჯარისკაცის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. სამხედროები, სავარაუდოდ, თალიბების ტყვეობაში იმყოფებიან.

     ავღანური ტელეარხის ცნობით, ტერორისტებმა ფარიაბის პროვინციაში ერთი სოფელი აიღეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. ბრძოლის შედეგად 17 სამხედრო დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დანარჩენების შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომდე უცნობია.

     ავღანეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ზავი თალიბებმა ერთი კვირის წინ მასშტაბური შეტევის დაწყებით დაარღვიეს. მათ სამხრეთ რეგიონებზე თავდასხმების სერია მოაწყვეს და რამდენიმე ქალაქი და დასახლება აიღეს. ბრძოლებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 100-ზე მეტი ჯარისკაცია
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/111604