ბერძენიშვილების სურვილს, იხილონ დამხობილი ტაძარი და სახელმწიფო, ასრულება არ უწერია– მამა იოანე


     მამა იოანე ცუხიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

     ,,ძმები ბერძენიშვილები ძალიან ცდილობენ დედაეკლესიის მეთაური შეურაცხყონ. ცხადია, მათ მხარს უჭერს არასამთავრობოთა უმრავლესობა, ნაციონალები, ლიბერალები, ე. წ. უმცირესობათა დაჯგუფება და სასულიერო წოდების უმცირესობა. ლოგიკურია, პატრიარქს არ დაიცავს უფლებადამცველები, რადგან ისინიც ბერძენიშვილისნაირად აზროვნებენ...
 
     ამ „სამარცხვინო კასტას" ავიწყდება ის, რომ თავად არიან მოკლებულნი 21-ე საუკუნის განათლებას, თორემ ეკლესიის წიაღში მრავლადაა განათლებული, მოაზროვნე, დახვეწილი, ინტელექტუალი ადამიანები, რომლებიც კი არ ანგრევენ, არამედ აშენებენ ქვეყანას რწმენითა და სიყვარულით. რაც შეეხება ძმების სურვილს, იხილონ დამხობილი ტაძარი და სახელმწიფო, ასრულება არ უწერია"– წერს მამა იოანე.
 
     შეგახსენებთ, რომ  ,,რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადება, რომელშიც უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე მწვავედ არის შეფასებული.

     ,,ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა. პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ცუდია ძალიან. რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით… პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს. დაიმსხვრევა ამათ ხელში ეს შეკოწიწებული ” ერთადერთი და განუმეორებელი”... უცოდინრები… უსამართლოებიც – გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება…. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც… პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას… მომდევნო ხელისუფლებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა… ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.

      ძალიანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღაბის ჩამოხსნას… ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი… თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984- ში სასულიერო პირი სასიკვდილოდ, საბჭოთა სასამართლოში "მისი პოზიციით, როგორც ახლა, დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი უპოზიციობით”. – აღნიშნულია განცხადებაში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно