უნდათ გამოაჩინონ, ძალადობის დღედ, ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე- მამა შალვა


     ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას.

    „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის – ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება. უნდათ ასე გამოაჩინონ, ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი", – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно