თბილისში ზონალური პარკირება, პირველი ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება – კალაძე


     თბილისში ზონალური პარკირება, პირველი ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

     „ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა და ავტობუსების ჩანაცვლება. უკვე პროცესი დაწყებული გვაქვს, 90 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ, 50 უკვე ადგილზეა და 40 დაახლოებით ერთ თვეში მთლიანად ჩამოვა. ავტობუსების შემოსვლა წლის ბოლოს მთლიანად დამთავრდება. როდესაც საათობრივ პარკირებაზე გადავდივართ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალელურად უნდა მისდევდეს ამ რეფორმას და ავტობუსები უნდა იყოს ადგილზე. მისი ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, საათობრივ პარკირებაზე გადასვლა პირდაპირ კავშირშია საპილოტე არეალის ახალი ავტობუსებით მომარაგებასთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს პირველი აგვისტოდან. ეს არის საპილოტე პროექტი. განსაზღვრულია კონკრეტული ქუჩები, ეს არის კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანი. მინდა, გაგაცნოთ ის გამონაკლისებიც, რაც დავადგინეთ ზონალური პარკირების მიმართულებით: ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეეხებათ საათობრივი პარკირება; ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის ასევე უფასო იქნება; გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციით", – განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно