აზერბაიჯანში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა


     აზერბაიჯანში, შემახის რაიონის სოფელ დაღ-გოილარში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას სააგენტო report.az ავრცელებს.

     როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სოფელში ვულკანი ბოლოს 1986 წელს ამოიფრქვა.

     ვულკანის მიერ ზედაპირზე ამოტანილი ტალახის მასა დაახლოებით 2 ჰექტარზე გავრცელდა. ამოფრქვევა 29 მაისის ღამის საათებში მოხდა. ვულკანის აქტივობა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილია და მიმდებარე დასახლებებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

     აღსანიშნავია, რომ 2019 წლის თებერვალში ტალახის ვულკანები ახლომდებარე ორ სხვა სოფელშიც ამოიფრქვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv