ბოლივუდის ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანს კორონავირუსი დაუდგინდა


    ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდოელ მსახიობს, ამიტაბჰ ბაჩანს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    მსახიობმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა.

    მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, აბჰიშეკ ბაჩანმაც twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ მასაც დაუდგინდა კორონავირუსი.

    როგორც აბჰიშეკ ბაჩანი წერს, მასაც და მამამისსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მუმბაის საავადმყოფოში იმყოფებიან და მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოკვლევები უტარდებათ.

     „ყველას მოგიწოდებთ, იყოთ მშვიდად და არ ჩაცვივდეთ პანიკაში" - წერს მსახიობი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/covid19/153175/bolivudis-varskvlavs-amitabh-bachans-koronavirusi-daudginda