თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დანიშნულების მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანები შეიძინა


     თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის „ტოიოტა ლენდ კრუიზერის" მაღალი გამავლობის „ამბულანსების" გადაცემის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ახალი „ამბულანსებით" დაკომპლექტების პროცესი თავდაცვის ძალებში კვლავ გაგრძელდება.

     თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის უწყების ახალი სპეცტექნიკით განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა და ქვედანაყოფები „ტოიოტა ჰილუქსის" ტიპის პიკაპებითა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერით" აღიჭურვა.

     ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების – გერმანული „მანის", იტალიური „ივეკოს"  და ამერიკული „ფორდის" მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
скачать dle 11.0фильмы бесплатно