,,ნარკორეალიზატორები მოიკითხონ საკუთარ სისტემაში ამ ნაძირლებმა"– წიქარიშვილი


     შსს–ს შესვლა თბილისურ კლუბებში გააპროტესტა მოძრაობა ,,თეთრი ხმაურის" აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

     მისი აზრით ხელისუფლებამ ომი იმ ადამიანებს გამოუცხადა, რომლებიც ქვეყანაში რაღაც პროგრესულისთვის იბრძვიან.
 
,,ფატალური შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით ხელისუფლებამ, მგონია, რომ ეს ესე მარტივად არ შერჩებათ, მზად იყვნენ ყველაფრისათვის. ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს ამ ტრიუმფალურ დაბრუნებას, ასევე ტრიუმფალურად მოუწევს მას პასუხისგება ამ ყველაფერზე. მე ვფიქრობ ეს არის იმ ორკვირიანი ანტიკამპანიის შედეგი, რაც დაიწყეს, ჩვენს მიმართ და კლუბების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ ქვეყანაში რაღაც პროგრესულისთვის იბრძვიან. ეს არის ჩვეულებრივი გამოცხადებული ომი საკუთარ მოსახლეობასთან. ნარკორეალიზატორები მოიკითხონ საკუთარ სისტემაში ამ ნაძირლებმა,"– განაცხადა წიქარიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно